რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონით თავდასხმის შემდეგ, „ლუკოილის“ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში, რუსეთში პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ სტავროლენის ნავთობქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვლადიმიროვმა დაადასტურა ქალაქზე დარტყმები და სამრეწველო ზონაში ხანძარი.
„სტავროლენი“ რუსეთში პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანია „ლუკოილ ჯგუფის“ ნაწილია. ქარხანა აწარმოებს პოლიეთილენს, პოლიპროპილენს, ბენზოლს, ვინილის აცეტატს და სხვა ნავთობქიმიურ პროდუქტებს. დადგენილია, რომ ქარხანა ყოველწლიურად დაახლოებით 340 000 ტონა ეთილენს, 319 000 ტონა პოლიეთილენს და 113 000 ტონა პოლიპროპილენს აწარმოებს. ის ასევე ემსახურება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. კომპანიას აქვს ნახშირწყალბადების გადამუშავების სრული შესაძლებლობა. ქარხანა ასევე აწარმოებს უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს.