რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თუ სომხეთი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ოფიციალური მოსკოვი სომხური პროდუქციის იმპორტს აღადგენს

01:43, 14.08.2026

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თუ სომხეთი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ოფიციალური მოსკოვი სომხური პროდუქციის იმპორტს აღადგენს.

მედიის ცნობით, ამ საკითხის შესახებ ალმათიში რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოქსანა ლუტმა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა შეხვედრის დროს ისაუბრეს.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სომეხი მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდების კონტროლი და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა, ამჟამად შეზღუდვების ქვეშ მყოფი პროდუქციის იმპორტის განახლების მთავარი პირობაა“, – წერია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2026 წელს რუსეთმა სომხეთიდან არაერთი პროდუქტის, მათ შორის ხილ-ბოსტნეულის, ყვავილების, თევზის, ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელისა და მინერალური წყლების ექსპორტი აკრძალა. ოფიციალურ მიზეზად ფიტოსანიტარული და ხარისხის დარღვევები დასახელდა, თუმცა ექსპერტები შეზღუდვების დაწესებას სომხეთის დასავლეთთან დაახლოებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირებენ.

მსგავსი