რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე ძებნა გამოაცხადა. „ბიბისის“ ინფორმაციით, როგორც ირკვევა, მას სისხლის სამართლის მუხლით ეძებენ.

„ამერიკელი სენატორის მიერ რუსოფობიული გამონათქვამების ფაქტზე“ საქმის აღძვრის განკარგულება საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა გასცა.

მიზეზი ვიდეოჩანაწერი გახდა, სადაც გრემი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე თითქოს აცხადებს, რომ ომში რუსების სიკვდილი ამერიკული ფულის სასარგებლო ხარჯვაა. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდეოკადრები რედაქტირებული იყო და სრულ ჩანაწერში რუსი მებრძოლებსა და თანხებზე გამოთქმული კომენტარები ერთმანეთს არ მოსდევს და ერთმანეთთან კავშირში არ არის.