რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ სამ სოფელზე კონტროლი დაამყარეს 
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ სამ სოფელზე კონტროლი დაამყარეს 

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ სამ სოფელზე დაამყარეს კონტროლი. ინფორმაციას „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარებმა ხარკოვის ოლქში სოფელი ბოლოხივკა, დონეცკის ოლქში სოფელი პრომინი და დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი ზლაგოდა აიღეს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში დრონივკას დასახლება დაიკავეს.