რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 723-მდე გაიზარდა
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 723-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება სულ 3300-ზე მეტ ადამინს დაუდასტურდა. აქედან 1723 სამხედროა, 1 132 – სასწავლებლების კურსანტი, 407 კი – სამოქალაქო პერსონალი.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ სამხედროებს შორის სამის მდგომარეობა მძიმეა, 369 კი – უკვე გამოჯანმრთელდა.