რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან

11:53, 28.02.2020
SEVASTOPOL, CRIMEA, RUSSIA - MARCH 5, 2019: The Admiral Makarov frigate of the Russian Navy's Black Sea Fleet that has returned to the port of origin after completing a mission in the Mediterranean Sea. Sergei Malgavko/TASS

Ðîññèÿ. Ñåâàñòîïîëü. Ôðåãàò ×åðíîìîðñêîãî ôëîòà "Àäìèðàë Ìàêàðîâ", ïðèáûâøèé â ïîðò ïðèïèñêè ïîñëå âûïîëíåíèÿ çàäà÷ â Ñðåäèçåìíîì ìîðå. Ñåðãåé Ìàëüãàâêî/ÒÀÑÑ

SEVASTOPOL, CRIMEA, RUSSIA - MARCH 5, 2019: The Admiral Makarov frigate of the Russian Navy's Black Sea Fleet that has returned to the port of origin after completing a mission in the Mediterranean Sea. Sergei Malgavko/TASS Ðîññèÿ. Ñåâàñòîïîëü. Ôðåãàò ×åðíîìîðñêîãî ôëîòà "Àäìèðàë Ìàêàðîâ", ïðèáûâøèé â ïîðò ïðèïèñêè ïîñëå âûïîëíåíèÿ çàäà÷ â Ñðåäèçåìíîì ìîðå. Ñåðãåé Ìàëüãàâêî/ÒÀÑÑ

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლები ავრცელებენ.

„შავი ზღვის ფლოტის ორი ფრეგატი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეს გაივლის და ხმელთაშუა ზღვაში შევა. ფრეგატები „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი გრიგოროვიჩი“, რომლებიც სარაკეტო კომპლექს „კალიბრით“ არიან აღჭურვილნი, სევასტოპოლიდან ხმელთაშუა ზღვაში გეგმურ გადასვლას ახორციელებენ. ისინი შეუერთდებიან ხმელთაშუა ზღვაში მუდმივად დისლოცირებული გემების ჯგუფს“, – ნათქვამია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელთა განცხადებაში.

რუსული გემების ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილება იმ ფონზე ხდება, როდესაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება უკიდურესად არის გამწვავებული.

„ბიბისის“ ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედროებზე ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი მეტი იყოს. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთებზე იერიში საპასუხო იერიში მიიტანეს.

სირიის არმია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, უკვე რამდენიმე კვირაა, ცდილობს გაათავისუფლოს იდლიბი, სირიის ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლებისგან, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს.

იდლიბი სირიის ბოლო რეგიონია, რომელსაც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ.

მსგავსი