რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში ავიაცია გაააქტიურა
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში ავიაცია გაააქტიურა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთმა ავიაგამანადგურებლები მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთმა რაკეტები გაუშვა უკრაინის საჰაერო სივრცის მიმართულებით. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იუწყება.
პოლონეთის არმიაში განაცხადეს, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გათვალისწინებით, ჰაერში აფრინდა დამატებითი ავიაგამანადგურებლები, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო საშუალებები მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაშია.
„მიღებული ზომები მიმართულია საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებთან მოსაზღვრე რაიონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. ბოლოს პოლონეთმა ავიაცია უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის გამო 13 დეკემბერს გაააქტიურა.
ცნობისთვის, 25 დეკემბერს, რუსეთმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში, კრივი რიჰში, დნეპრში, ასევე პოლტავისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმა მიმართული იყო ენერგოსისტემის წინააღმდეგ.