რუსეთის სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქ კრივოი როგში მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქ კრივოი როგში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქ კრივოი როგში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

დაბომბვის დროს რაკეტა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის მახლობლად, კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაშავების შესახებ.

ამასთან, მედიის ცნობით, კრივოი როგში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოთხი რაკეტა ჩამოაგდო.