რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობის ნაწილი მიიღებს 
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობის ნაწილი მიიღებს 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 9 ე.წ. საარჩევნო უბანი გაიხსნება და კენჭისყრაში მონაწილეობას მოსახლეობის ის ნაწილი მიიღებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ და რუსეთის მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტეორეს“ იტყობინება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, „საარჩევნო უბნები“ გაიხსნება ცხინვალში, ზნაურში, ჯავაში, ახალგორსა და დმენისში.

„ამ ეტაპზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს კომპლექსურ სამუშაოებს, რათა პროცესი რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. საელჩო იმედოვნებს, რომ რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ“ – სააგენტო „რეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ე.წ. საელჩოში განაცხადეს.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს არის დაგეგმილი.