რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

08:30, 15.09.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანამდე ხარკოვის რეგიონს უკრიანის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წარმატებით ხორციელდება უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით. უკრაინის არმიამ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, რომელიც ხერსონიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ქვეყნის სამხრეთში უკრაინის არმიამ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი და 11 ტანკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია კრივოი როგის დაბომბვის შესახებაც.

განახლებული მონაცემებით, რუსებმა „კინჟალის“ და „ისკანდერის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ჰიდროტექნიკური ობიექტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი