რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონის დასახლებული პუნქტები დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონის დასახლებული პუნქტები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონის დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო საწარმოს შენობები, ავტოგასამართი სადგურები, ავტოფარეხები.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული არმიის „სუ-25“ ტიპის ბომბდამშენი, კამიკაძე უპილოტო აპარატი და ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ავიაციამ 20-ჯერ დაბომბა რუსეთის საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის უბნები და შვიდი საზენიტო სარაკეტო სისტემა საცეცხლე პოზიციებზე.