რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ სამი საავიაციო და 57 სარაკეტო იერიში განახორციელა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ სამი საავიაციო და 57 სარაკეტო იერიში განახორციელა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ სამი საავიაციო და 57 სარაკეტო იერიში განახორციელა. ამის პარალელურად, რუსმა სამხედროებმა უკრაინის არმიის პოზიციების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 69-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიშების დროს „ეს 300“ და „ეს 400“ საზენიტო სისტემები გამოიყენა.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის არმიის ორი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ცხრა ზონა, საბრძოლო მასალის საცავი და ელექტრონული ომის სისტემა დაბომბეს.