რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის დაბომბვას ექვსი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის დაბომბვას ექვსი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის დაბომბვას ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო შენობები.

რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ნიკოლაევისა და ხარკოვის რეგიონები. ხარკოვის კუპიანსკის რაიონზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა „ეს 300“-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. ნაღმმტყორცენბიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად პურის ყანა დაიწვა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ამაგრებენ თავდაცვას ყველაზე ცხელ ადგილებში და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლსა და ბერდიანსკში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული. გასული დღის განმავლობაში 40-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს, გამოაცხადოს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც შედის არტილერია, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სახმელეთო აღჭურვილობა.