რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვას უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვას უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებულ შეტევას ზაპოროჟიეს რეგიონში ათი ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ოთხი თვის ბავშვია.
მედიის ცნობით, ზოგიერთ დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პარალელურად, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა რაკეტებით დაბომბეს კრივოი როგი. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, მათ შორის – ერთი ბავშვი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაკეტო შეტევა ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელდა. ბალისტიკური რაკეტა ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.