რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანია - რუსეთის ვორონეჟის რეგიონში უკრაინელებმა დრონით ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადეს
რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანია აცხადებს, რომ რუსეთის ვორონეჟის რეგიონში უკრაინელებმა დრონით ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადეს.
„როსენერგოატომმა“ განაცხადა, რომ დრონი „ტექნიკური საშუალებებით გაანეიტრალეს“ და ელექტროსადგური არ დაზიანებულა.
„შემთხვევის შედეგად დაზიანება ან დაშავებულები არ არიან. თუმცა, აფეთქებამ გამაგრილებელ კოშკზე კვალი დატოვა. ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირება უზრუნველყოფილია“, – განაცხადა კომპანიამ და აღნიშნა, რომ რადიაციის დონე ნორმალური და უცვლელია.
მომხდარს „როსენერგოატომმა“ „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ატომური ელექტროსადგურების წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი აქტი“ უწოდა.
როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.