რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, ეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტს ნიშნავს
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, ეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტს ნიშნავს

რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, ეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტს ნიშნავს, პოტენციურად კატასტროფული შედეგებით, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, დასავლეთის დესტრუქციული ქმედებების შედეგად გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის, რომლებიც ასევე დე იურე ბირთვული სახელმწიფოები არიან, ღრმა განხეთქილება წარმოიშვა და კვლავ გრძელდება.

„ეს იწვევს სტრატეგიული რისკების აშკარა ზრდას“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები ცდილობენ მოსკოვთან დაპირისპირების ფსონების გაზრდას.