რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთი პეტერბურგსა და ფსკოვში ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთი პეტერბურგსა და ფსკოვში ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს

რუსეთი პეტერბურგსა და ფსკოვში ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საკონსულოების დახურვა არის აღნიშნულ ქვეყნებში რუსული საკონსულოების დახურვაზე საპასუხო ზომა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იხურება ლატვიის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და საკონსულო ფსკოვში, ესტონეთის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და მისი კანცელარია ფსკოვში. ასევე, ლიეტუვის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.

„აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან, ხოლო მათი თანამშრომლები, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები, – არასასურველ პირებად. ყველა მათგანმა რუსეთი უნდა დატოვოს“, – აცხადებენ უწყებაში.