რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი დაიბარეს
რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მრჩეველ-რწმუნებული ტიმ რიჩარდსონი დაიბარეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საკონსულო საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს ოფიციალურ გვერდსა და დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, „რომელიც შეეხებოდა მოსკოვში 3 აგვისტოს არასანქცირებულ აქციას“.

„აღვნიშნეთ, რომ ორგანიზატორების მიერ შედგენილი უკანონო ღონისძიების ჩატარების სქემის განთავსებას ვაფასებთ, როგორც მასში მონაწილეობის სასარგებლოდ აგიტაციასა და მოქმედებისკენ მოწოდებად, რაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დატოვე კომენტარი