რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი კომპენსატორულ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ამერიკული „ტაიფუნის“ ტიპის სარაკეტო სისტემები იაპონიაში წვრთნების საბაბით განთავსდება

13:06, 01.09.2026

მოსკოვი კომპენსატორულ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ამერიკული „ტაიფუნის“ ტიპის სარაკეტო სისტემები იაპონიაში წვრთნების საბაბით განთავსდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას მტკიცებით, მოსკოვმა იაპონური მხარე გააფრთხილა რუსეთის მხრიდან კომპენსატორული საპასუხო ზომების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების ადეკვატური დონის უზრუნველყოფას.

„იაპონიის საელჩოს ნათლად ეცნობა, რომ ამ ტიპის იარაღის იაპონიის ტერიტორიაზე განლაგება, მათ შორის სამხედრო წვრთნების საბაბით, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზახაროვამ​​.

მსგავსი