რუსეთის საგარეო უწყება - კალინინგრადის რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო საშუალებით, რუსეთი აშშ-ს უსაფრთხოების საკითხებზე სიგნალებსა და შეშფოთებას გადასცემს
კალინინგრადის რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო საშუალებით, რუსეთი აშშ-ს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სიგნალებსა და შეშფოთებას გადასცემს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, კალინინგრადის ოლქი რუსეთის განუყოფელი ნაწილია და არავითარ განხილვას არ ექვემდებარება.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, ნიკოლაი პატრუშევმა აღნიშნა, რომ რეგიონში ნებისმიერ სამხედრო შეჭრას დაუყოვნებლივი და გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალმა და ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდალმა, კრისტოფერ დონაჰიუმ, ივლისში განაცხადა, რომ ალიანსმა კალინინგრადის რეგიონში რუსული ძალების განეიტრალების გეგმა შეადგინა.
დონაჰიუს თქმით, აშშ-ის არმია და მისი ნატოს მოკავშირეები იწყებენ ახალი „აღმოსავლეთ ფლანგის შეკავების ხაზის“ გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის მასშტაბით სახმელეთო შესაძლებლობების გაძლიერებას.