რუსეთის საგარეო უწყება - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება საქართველოსა და რეგიონში აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა საკითხის განხილვაში

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

„მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების მონაწილეებმა თქვეს, რომ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება შედარებით მშვიდია.

„რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში.

რუსულმა მხარემ აღინიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი კოლექტიური გამოწვევები ხელს უწყობს პოზიტიური გამაერთიანებელი დღის წესრიგის შემუშავებას.