რუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატო-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე

23:07, 09.10.2019

ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატო-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით ​ავრცელებს.

„ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატო-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის მილიტარიზაციის გაგრძელებაზე, მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულ ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ამ პროცესებს ვაფასებთ რეგიონული სტაბილურობის ძირისგამომთხრელად“, – წერია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი