რუსეთის საგარეო უწყება ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ, ანტირუსულ ქმედებად აფასებს
რუსეთის საგარეო უწყება ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ, ანტირუსულ ქმედებად აფასებს

რუსეთის საგარეო უწყებამ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ, ანტირუსულ ქმედებად შეაფასა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისივე თქმით, მოსკოვის რეაქცია იქნება „შესაბამისი და სიმეტრიული.“

ზახაროვას განცხადებით, ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება „მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა“.

„ჩვენ განვაგრძობთ ეროვნული ინტერესების დაცვას და წინააღმდეგობას გავუწევთ ნებისმიერ აგრესიას. მოვუწოდებთ კოლეგებს, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან,“ – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დააწესეს.

დატოვე კომენტარი