რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, რომლებმაც  რუსი დიპლომატები გააძევეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, რომლებმაც დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატები გააძევეს.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ელჩებს საპროტესტო ნოტებს გადასცემენ და რუსული მხარის საპასუხო ზომების შესახებ გამოუცხადებენ.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის გამო, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა და რუსი დიპლომატები გააძევა 30-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.