რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო პროტესტი გამოუცხადეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დეინი დოლაკია დაიბარეს და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო პროტესტი გამოუცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროტესტი უკავშირდება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა შეიარაღების სისტემების მიწოდების გაგრძელებას.
„ბრიტანულ მხარეს მოეთხოვა, უარი თქვას მის მიერ არჩეული ესკალაციის ხაზზე და თავისი ქმედებები შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებთან მოიყვანოს. დემარშის დროს აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მკვეთრად კონფრონტაციული ხაზი უკრაინულ საკითხთან დაკავშირებით აშკარად ემორჩილება შეიარაღებული კონფლიქტის ყველა შესაძლო გზით გახანგრძლივებისა და ესკალაციის მიზანს და მხოლოდ აფერხებს მისი პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივას“, – ნათქვამია განცხადებაში.