რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის მთავრობამ ამგვარად უპასუხა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 40 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღეს, რაც 4 აპრილს გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს გარკვეული რაოდენობის თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გაძევებულ რუს დიპლომატებს არასდროს შეუსრულებიათ დიპლომატიური სამუშაო გერმანიაში ყოფნის პერიოდში და სისტემატურად მუშაობდნენ „ჩვენი თავისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ“. ამასთან, ბერბოკის თქმით, გაძევებული გერმანელი დიპლომატები, რუსი დიპლომატებისგან განსხვავებით, ბევრს მუშაობდნენ ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რთული გარემოებების მიუხედავად.

„შესაბამისად, რუსეთი საკუთარ თავს ავნებს დღევანდელი გაძევებით“, – აღნიშნა ბერბოკმა.