რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„აქ სერგეი ლავროვთან ერთად, ინდონეზიაში ვკითხულობთ ამბებს და თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ჰოსპიტალშია. ეს, რა თქმა უნდა, ყალბი ამბების უმაღლესი პილოტაჟია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

მანამდე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გულზე პრობლემები შეექმნა, რის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.