რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტს არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტს არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტს არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ის ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკვე 101-ე პაკეტია. სამინისტროს განცხადებით, სანქციებს რუსეთი ძლიერ და სიმეტრიულ პასუხს გასცემს.

„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის წარუმატებლობის მიუხედავად, აშშ კვლავ რეფლექსურად ეჭიდება შემზღუდავ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტიანია და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით. რუსეთმა დაამტკიცა, რომ ყველანაირი სასანქციო საფასურით შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს ზარალი. მით უმეტეს, სასანქციო ზეწოლას არ შეუძლია, გავლენა ჰქონდეს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა არის ერთპოლუსიანი მსოფლიოს სტერეოტიპების ტყვეობაში და მის არსენალში არ არის სხვა საშუალებები, შანტაჟის, დაშინებისა და მუქარების გარდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ღია არის ურთიერთპატივისცემის, თანაბარუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დაფუძნებული დიპლომატიისთვის.

„ეჭვი არ უნდა იყოს – სანქციებზე იქნება ძლიერი პასუხი. აუცილებელი არ არის, იყოს სიმეტრიული, თუმცა გაზომილი და საგრძნობი ამერიკული მხარისთვის“ , – ნათქვამია განცხადებაში.