გრიგორი კარასინს ევგენი ივანოვი შეცვლის
გრიგორი კარასინს ევგენი ივანოვი შეცვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ევგენი ივანოვი დაიკავებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

ამასთან, როგორც მანამდე სახალინის გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვებული ვალერი ლიმარენკოს პრესსამსახურში განმარტეს, კარასინი რუსეთის საკანონდებლო ორგანოს ზედა პალატაში სახალინის სენატორად წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ კარასინი ახლახან 70 წლის გახდა და კანონით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება.

კარასინის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობას ევგენი ივანოვი დაიკავებს, რომელიც ასევე საგარეო უწყებაში მუშაობდა.

გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2005 წლიდან იკავებდა.