რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის დისკუსიებში ეუთო-ს მუშაობა განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის დისკუსიებში ეუთო-ს მუშაობა განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა ჟენევის დისკუსიებში ეუთო-ს მუშაობა განიხილეს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალექსანდრ გრუშკომ და ტომას გრემინგერმა მოლაპარაკებები ვენაში გამართეს. საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს როლს უკრაინის აღმოსავლეთში, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების დარეგულირებაში.

„საუბრის დროს აღინიშნა ეუთო-ს როლი როგორც მოედნის ევროპული უსაგრთხოების აქტუალურ პრობლემებზე თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის, აქცენტი გაკეთდა ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა ეუთო-ს წვლილი უკრაინის აღმოსავლეთში, დნესტრისპირეთში და მთიან ყარაბაღში კონფლიქტების დარეგულირებაში, მისი მუშაობა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.