რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნების იმედი გვაქვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნების იმედი გვაქვს

გრიგორი კარასინის ფედერაციის საბჭოში გადასვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნების იმედი აქვთ. ეს განცხადება მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ გააკეთა.

„ახლა ეს საკითხი წყდება და იმედი გვაქვს, რომ დიალოგის ეს არხი, ამა თუ იმ ფორმით, შენარჩუნდება“, – განაცხადა რუდენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა თანამდებობიდან. მის ადგილზე დაინიშნა ევგენი ივანოვი, რომელიც მანამდე დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებს კურირებდა. კარასინი კი, საგარეო უწყებიდან ფედერაციულ საბჭოში გადავიდა, სადაც სახალინის სენატორად დანიშნეს.