რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს ქვეყნების მტრულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი შეჯახება გამოიწვიოს
ნატო-ს ქვეყნების მტრულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი შეჯახება გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსმა დიპლომატმა უარყოფითი ფაქტორები უწოდა ე.წ. ერთობლივი ბირთვული მისიების სქემებისა და საშუალებების შემუშავებას.
ნატო-ს მიერ გადადგმულ სხვა სახიფათო ნაბიჯებს შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა აშშ-ის გლობალური და მრავალდომენიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემის და მასთან დაკავშირებული სხვა დასავლური ქვეყნების სარაკეტო თავდაცვის გუმბათების განვითარება.
„დასავლეთი აძლიერებს მაღალი სიზუსტის, შორი დისტანციის შესაძლებლობებს ე.წ. პრევენციული განიარაღების დარტყმებისთვის, მათ შორის, ხმელეთზე განლაგებული საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების წინ განლაგებით. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისა და მისი არაერთი მოკავშირის გეგმები კოსმოსში იარაღის გაშვებისა და საბრძოლო გარემოდ გადაქცევის შესახებ. ზემოაღნიშნული არა მხოლოდ სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის ბირთვული განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ კონსტრუქციული დიალოგისთვის, არამედ აიძულებს სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის რუსეთს, მიიღონ კომპენსატორული სამხედრო-ტექნიკური ზომები“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.