რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი პუტინის და ბაიდენის შეხვედრისთვის საფუძვლიანად ემზადება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი პუტინის და ბაიდენის შეხვედრისთვის საფუძვლიანად ემზადება

რუსეთი ვლადიმერ პუტინის და ჯო ბაიდენის შეხვედრისთვის საფუძვლიანად ემზადება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ტელეარხ „რასია-1“-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების მოახლოებული შეხვედრის დღის წესრიგი ძალიან ვრცელია.

სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ რუსეთს არაერთ პრეტენზიას უყენებს, მათ შორის უკრაინის თემაზე.

„მათ დეტალურად უნდა აუხსნან, რა და როგორ ხდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინისა და ბაიდენის შეხვედრისთვის ვიდეო ფორმატი უფრო სასურველია, მაგრამ ყველაფერი სახელმწიფოს მეთაურების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. შეხვედრის ზუსტი დრო ჯერ განსაზღვრული არ არის.