რუსეთის საგარეო დაზვერვა - საფრანგეთი უკრაინაში ჯარის გაგზავნისთვის ემზადება
საფრანგეთი უკრაინაში ჯარის გაგზავნისთვის ემზადება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
მოსკოვში აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანებით, უკრაინაში კიევის რეჟიმის დასახმარებლად განლაგებისთვის 2 000-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტი მზადდება.
რუსეთის საგარეო დაზვერვამ მანამდე განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს.
„ფორმაციის ხერხემალი შედგება ფრანგული უცხოური ლეგიონის მოიერიშეებისგან, ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ამჟამად ლეგიონერები უკვე განლაგებული არიან პოლონეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება და გადიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, იღებენ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.