რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში, წინა ხაზზე რუსეთის 20 ათასი ნატურალიზებული მოქალაქე იმყოფება
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში, წინა ხაზზე რუსეთის 20 ათასი ნატურალიზებული მოქალაქე იმყოფება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტირკინი  აცხადებს, რომ უკრაინაში, წინა ხაზზე რუსეთის 20 ათასი ნატურალიზებული მოქალაქე იმყოფება.

ალექსანდრ ბასტირკინის თქმით, რუსეთის სამხედრო საგამოძიებო სამმართველო ატარებს რეიდებს, რათა რუსეთის სხვა ნატურალიზებული მოქალაქეებიც გააგზავნონ უკრაინაში.

„ჩვენი სამხედრო საგამოძიებო სამმართველო ატარებს რეიდებს. ჩვენ უკვე მივაკვლიეთ რუსეთის 80 ათას ასეთ მოქალაქეს, რომლებსაც არათუ წინა ხაზზე, სამხედრო კომისარიატშიც კი არ სურდათ მისვლა. ისინი სამხედრო აღრიცხვაზე დავაყენეთ და უკვე რუსეთის 20 ათასი „ახალგამომცხვარი“ მოქალაქე, რომლებსაც რატომღაც არ მოსწონთ ცხოვრება უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, იმყოფებიან წინა ხაზზე“, – განაცხადა ბასტირკინმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას.