რუსეთის ქალაქ უფაში „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ, რასაც ხანძარი მოჰყვა
რუსეთის ქალაქ უფაში „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ, რასაც ხანძარი მოჰყვა

გასულ ღამეს რუსეთის ქალაქ უფაში „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ.

უკრაინული მედიის თანახმად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა, შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ მთავარ ობიექტზე განხორციელდა, რომელიც ნავთობის პირველად გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

ბაშკორტოსტანის გუბერნატორმა, რადი ხაბიროვმა დაადასტურა უფას წინააღმდეგ დრონით თავდასხმა.

„უფას წინააღმდეგ დრონით თავდასხმა. რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან მიახლოებისას; ერთ-ერთის ნამსხვრევები ინდუსტრიულ ზონაში დაეცა. დაშავებულები არ არიან. მეხანძრეები ამჟამად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარს აქრობენ“, – განაცხადა რადი ხაბიროვმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, თუმცა დაშავებულები არ არიან. საცხოვრებელ სახლზე დრონის შეჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც.