რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ სამარაში კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება საწარმოს თანამშრომელმა მოაწყო, რომელიც უკვე დაკავებულია. ეჭვმიტანილია 42 წლის უკრაინელი, რომელიც აფეთქების შემდეგ ყაზახეთში აპირებდა გადასვლას, თუმცა საზღვარზე დააკავეს.