რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილე ანა მინკოვა ავრცელებს.
მისი ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
მანამდე გუბერნატორი წერდა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ქალაქის ცენტრში განხორციელდა, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ასევე სასტუმრო „ნოვოროსიისკის“ შენობა.
ნოვოროსიისკში რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს.
უკრაინის ხელისუფლებას ნოვოროსიისკზე იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.