რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია ორი ადამიანი
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია ორი ადამიანი

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

მისი ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი, სამი კი დაშავდა.

როგორც გუბერნატორი „ტელეგრამში“ წერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ქალაქის ცენტრში განხორციელდა, დაზიანებულია ხუთი საცხოვრებელი სახლი, ასევე სასტუმრო „ნოვოროსიისკის“ შენობა.

ამასთან, „კასპიის მილსადენის კონსორციუმში“ აცხადებენ, რომ დრონებით იერიშის შედეგად დაზიანდა კომპანიის ოფისი.