რუსეთის ქალაქ ნარიან-მარში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
რუსეთის ქალაქ ნარიან-მარში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

რუსეთის ქალაქ ნარიან-მარში „ან-2-ის“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივი სამმართველოს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 15 ადამიანიდან ოთხი დაიღუპა. ცხრა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. უკვე დაწყებულია გამოძიება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი დაშვების დროს დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ნარიან-მარის აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.