რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები გრძელდება
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები გრძელდება

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში 130 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ხაბაროსვსკის მოსახლეობა მეხუთე თვეა ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებას აპროტესტებს.

დემონსტრანტები ხაბაროსვკსის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ ფურგალის გათავისუფლება მოითხოვეს და ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობაც გამოუცხადეს.