რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხი იქნა განხილული. აქცენტი ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივაზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა პროფილურ უწყებებს შორის გაგრძელდება“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

პუტინმა და მერკელმა ერთმანეთს შობისა და ახალი წლის დღესასწაულები მიულოცეს.