რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა
რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა. ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა მდინარე ნევაზე გაისეირნეს და ორ ქვეყანას შორის კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით კი ლიდერებმა ზამთრის სასახლეში გადაინაცვლეს და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ნორმებსა და სამართალზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, პოლიტიკური ნდობის ურთიერთ გაღრმავებასა და საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

სი ძინპინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, რომელიც წელს 23-ედ, 6-8 ივნისს იმართება.