რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლით იზრდება იმ სამხედრო პირების რეზერვში ყოფნის ვადა, რომელთა წოდებაც ოფიცერზე ნაკლებია

18:46, 24.07.2023

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლით იზრდება იმ სამხედრო პირების რეზერვში ყოფნის ვადა, რომელთა წოდებაც ოფიცერზე ნაკლებია. უფროსი ოფიცრებისთვის ეს ასაკი 60-დან 65 წლამდე გაიზრდება. უმცროსი ოფიცრებისთვის – 55-დან 60-მდე, ხოლო სხვა წოდებების მქონე პირთა ასაკი – 45-დან 55- წლამდე.

ამავდროულად, სამობილიზაციო რეზერვში დაწესებული ზედა ზღვარი მაღალი რანგის ოფიცრებისთვის 70 წელზე შენარჩუნდება.

ახალი წესები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2028 წლამდე გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს.

 

მსგავსი