რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხი განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის, ილ-20-ის ჩამოგდების საკითხი განიხილა. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა რუსულ მხარეს ბორტზე მყოფი რუსი სამხედროების გარდაცვალების გამო.

კრემლის განცხადებით, ისრაელის სამხედროების მიერ სირიის ტერიტორიის თავზე მათი ოპერაციის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასკვნებს არ ემთხვევა.

„რუსულ მხარს მიაჩნია, რომ სწორედ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ქმედებები გახდა ტრაგედიის ძირითადი მიზეზი“,-ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსული ილ-20 სირიაში 17 სექტემბერს ჩამოვარდა, რასაც 15 სამხედრო ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, მას სირიის ანტისარაკეტო სისტემებიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ტრაგედია ისრაელის ავიაიერიშის დროს, ისრაელელი პილოტების ქმედებების გამო დატრიალადა.

ისრაელში ბრალდებას უარყოფენ.