რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია „ყოველ ორ დღეში ერთხელ, ზოგჯერ ყოველდღეც“ აქვთ
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია „ყოველ ორ დღეში ერთხელ, ზოგჯერ ყოველდღეც“ აქვთ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელებს და რუსებს კომუნიკაცია თითქმის ყოველდღე აქვთ.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ამერიკელებთან. კონტაქტები არსებობს, მათ შორის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფთან და არამხოლოდ მასთან ჩვენი ურთიერთობების გამოყენებით.

რა თქმა უნდა, არა ყოველ საათში, არამედ ორ დღეში ერთხელ და ზოგჯერ ყოველდღეც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

მისივე თქმით, დიალოგი მიდის როგორც უკრაინის, ასევე სხვა საკითხებზე.