რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ბელარუსში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ ქვეყანაში სარეზერვო ძალების გაგზავნა არ არის აუცილებელი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ბელარუსში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ ქვეყანაში სარეზერვო ძალების გაგზავნა არ არის აუცილებელი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ბელარუსში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ ქვეყანაში სარეზერვო ძალების გაგზავნა არ არის აუცილებელი.

„რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განმარტა, რომ ამ რეზერვის გაგზავნა მოხდება უკიდურეს შემთხვევაში, თუ ექსტრემისტები დესტაბილიზაციაზე გადავლენ. ახლა ვხედავთ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მან ასევე განმარტა, რომ სარეზერვო ძალების ბელარუსში გასაგზავნად რუსეთის პარლამენტის ან ფედერაციული საბჭოს თანხმობა არ იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს თხოვნით, შეიქმნა სარეზერვო საპოლიციო ძალები, რომელთაც ბელარუსში არეულობის შემთხვევაში გააგზავნიან.

ბელარუსში 20 დღეზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.