რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, აღმოსავლეთ ღუტაში 27 თებერვლიდან ჰუმანიტარული პაუზა დაწესდება
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, აღმოსავლეთ ღუტაში 27 თებერვლიდან ჰუმანიტარული პაუზა დაწესდება

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, აღმოსავლეთ ღუტაში 27 თებერვლიდან ჰუმანიტარული პაუზა დაწესდება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ჰუმანიტარული კორიდორი უახლოეს მომავალში ამოქმედდება, რაც მოსახლეობის ევაკუაციას უზრუნველყოფს.

ჰუმანიტარული კორიდორი ყოველდღიურად დილის 09:00 საათიდან, შუადღის 14:00 საათამდე დაწესდება. შოიგუს თქმით, კოორდინატები უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

24 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში 30-დღიანი ზავის რეზოლუცია მიიღო. ბოლო 10 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ ღუტაში 540 ადამიანი დაიღუპა. ამბოხებულების კონტროლირებული ტერიტორია სირიის არმიას 2013 წლის შემდეგ ალყაში ჰყავს.