რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არსებული პირობებით რუსული ბუნებრივი აირი ბელარუსს წლის ბოლომდე მიეწოდება
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არსებული პირობებით რუსული ბუნებრივი აირი ბელარუსს წლის ბოლომდე მიეწოდება

რუსეთი და ბელარუსი ბუნებრივი აირის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წელს რუსული ბუნებრივი აირი ბელარუსს 2019 წლის პირობებით მიეწოდება.

ამასთან, ხელშეკრულება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე იმოქმედებს. ბელარუსი რუსეთისგან ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახდენს. 2019 წელს მინსკი მოსკოვისგან ათას კუბურ მეტრ გაზს 127 დოლარად ყიდულობდა.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის ურთიერთობა გასული წლის დეკემბერში დაიძაბა. ალექსანდრე ლუკაშენკომ მაშინ ვლადიმერ პუტინი ბუნებრივი აირის ფასის გაძვირების მცდელობაში დაადანაშაულა. ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა 152 დოლარამდე სურდა.