ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყოველთვის ასრულებდა რუსეთ-სომხეთს შორის თავდაცვითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და მომავალშიც შევასრულებთ
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყოველთვის ასრულებდა რუსეთ-სომხეთს შორის თავდაცვითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და მომავალშიც შევასრულებთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარეებს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

პუტინის თქმით, ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა ტრაგედიაა.

ვლადიმირ პუტინი აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები რუსეთისთვის უცხო არ არიან. მეტიც, რუსეთში აზერბაიჯანისა და სომხეთის ორ-ორ მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს.

„საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება და არა მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე. რუსეთი ყოველთვის ასრულებდა რუსეთ-სომხეთს შორის თავდაცვითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და მომავალშიც შევასრულებთ. როგორც იცით, მე მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. სომხურ მხარეს რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს“, – განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია „რასია 1“-თან ინტერვიუში.